ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი მიმდინარეობს. მთავარ განსახილველ საკითხებს შორის, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია და უკრაინის მხარდაჭერაა. სხდომაზე მინისტრები უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან დისკუსიას გამართავენ. განსახილველ საკითხებს შორის არის ასევე, ბელორუსის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმები, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება, საჰელის რეგიონი და სუდანი. საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე, განცხადებები გაკეთდა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, აშშ-ის სამშვიდობო გეგმის შესახებ. როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, ნებისმიერი გეგმის განსახორციელებლად, აუცილებელია უკრაინელებისა და ევროპელების მონაწილეობა. აღნიშნულ პოზიციას იზიარებენ ევროპის სხვა ქვეყნებიც, მათ შორის გერმანია. რაც შეეხება უნგრეთის პოზიციას, უკრაინაში კორუფციული სკანდალის გათვალისწინებით, ბუდაპეშტი ეწინააღმდეგება უკრაინის ფინანსურ დახმარებას. სხდომის დაწყებამდე რამდენიმე კომენტარი საქართველოზეც გაკეთდა.