ევროკავშირის საგანგებო სამიტი

შეთანხმება მიღწეულია – ორბანის წინააღმდეგობის დაძლევა მოხერხდა.

ევროკავშირი უკრაინას 50 მილიარდ ევროს გამოუყოფს. ფინანსური დახმარების საკითხმა გაერთიანების 27-ვე წევრი ქვეყნის ლიდერების მხარდაჭერა მიიღო. სამიტის გახსნამდე უნგრეთის პრემიერის პოზიცია მთავარი დილემა იყო. ვიქტორ ორბანი ომში მყოფი ქვეყნისთვის ფინანსური რესურსების გამოყოფას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, რის გამოც ევროპელი ლიდერები უკმაყოფილებას არ მალავდნენ. საბოლოოდ სამიტის მონაწილეებმა გარკვეული კომპრომისების სანაცვლოდ ორბანის გადარწმუნება შეძლეს. გადაწყვეტილება ევროკავშირის ერთიანობის დემონსტრირებად და უკრაინის მხარდაჭერის ძლიერ სიგნალად შეფასდა. თუმცა, ღიად დარჩა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის ფონდის შექმნის საკითხი, რაზეც ევროკავშირი ვერ შეთანხმდა.

დღევანდელმა სამიტმა ფერმერების მწვავე პროტესტის ფონზე ჩაიარა.