ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის 15 წელი  

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობიდან 15 წელი გავიდა.

თარიღთან დაკავშირებით პირველი არხი მისიის ხელმძღვანელს, დიმიტრიოს კარაბალისს ესაუბრა. ექსკლუზიურ ინტერვიუში მან რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებთან ადმინისტრაციული ხაზების გასწვრივ არსებულ უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება. ინტერვიუს დიდი ნაწილი ოკუპაციის ხაზის მიმდებარედ მცხოვრებთა ყოველდღიურ გამოწვევებსა და პრობლემებს შეეხება. დიპლომატმა ასევე ისაუბრა საქართველოში ყოფნისას, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ხურვალეთში ვიზიტზე და აღნიშნა, რომ ეს იყო ძალიან მკაფიო გზავნილი და ევროკავშირი რჩება ჩართული და გააგრძელებს მისიის საშუალებით წვლილის შეტანას საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაში.

რა ინსტრუმენტები აქვს მისიას ინციდენტებზე რეაგირებისთვის და მათი პრევენციისთვის და როგორ მუშაობს ცხელი ხაზი, – ამ და სხვა საკითხებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან ინტერვიუს ვრცლად 21:00 საათზე, „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში იხილავთ.