ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადება

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, საქართველოს მოქალაქის დაკავებაზე ცხელი ხაზის აქტიურად გამოყენებას ადასტურებს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყურადღებით დააკვირდება სავარაუდო სროლის ინციდენტს და შემდგომი დაკავების საქმეს. ამ კონტექსტში, მისიის ხელმძღვანელი, მარეკ შჩიგელი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სწრაფ აღდგენას.