ევროსაბჭოში საქართველოზე მიღებული დასკვნა, რომელსაც მხარი 26-მა ქვეყანამ დაუჭირა, შეფასებების თემაა თბილისში. დოკუმენტი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის სახელით გამოქვეყნდა, რადგან ტექსტს მხარი არ დაუჭირა უნგრეთმა. დასკვნაში ბრიუსელი ხაზს უსვამს „დემოკრატიულ უკუსვლას და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ჩიხში შესვლას“, მოთხოვნილია პოლიტიკოსების, ჟურნალისტების და სამოქალაქო აქტივისტების გათავისუფლება, რეპრესიებად შეფასებული კანონების გაუქმება და „აგრესიული რიტორიკის“ შეცვლა ევროკავშირის მიმართ. ქართული მხარე გამაფრთხილებელ გზავნილებს იღებს ვიზალიბერალიზაციის რეჟიმზე იმ შემთხვევაში, თუ რეკომენდაციები არ შესრულდება.