უკრაინაში მიმდინარე ომსა და რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებაზე ისაუბრებენ ევროკავშირის საბჭოს შეხვედრაზეც. სხდომას, რომელიც რამდენიმე საათში დაიწყება, ევროკავშირის ლიდერებთან ერთად, ამერიკის პრეზიდენტიც დაესწრება.
განიხილავენ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის კონკრეტულ ნაბიჯებს და ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას. იმსჯელებენ, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ევროკავშირმა უფრო სწრაფად და გადამწყვეტად კრიზისის წინაშე.