ევროკავშირის საბჭოს განცხადება

ევროკავშირის ლიდერებმა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროპული მისწრაფება კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ამის შესახებ იმ განცხადებაში წერია, რომელიც ბრიუსელში გამართული ევროკავშირის საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ევროპელი ლიდერები აცნობიერებენ და აღიარებენ, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავება აუცილებელია, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხითი. საბჭო იმეორებს 2017 წლის სამიტის დეკლარაციას, რომელიც აღიარებს აღმოსავლეთ პარტნიორების ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს, როგორც ეს ასოცირების შეთანხმებებშია ნათქვამი. შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის არის საქართველოც.

მოამბე