ემანუელ მაკრონმა ეს განცხადება ევროკავშირის ლიდერების სამიტის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე გააკეთა. დღეს დაგეგმილ რიგგარეშე სამიტზე ევროკავშირის ლიდერები უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისა და ევროპის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხებს განიხილავენ. ლიდერები შეხვედრას ბრიუსელში გამართავენ. სამიტში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი სამუშაო ლანჩის დროს პირადად შეხვდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს. თუმცა, ფინური სააგენტო იუწყება, რომ ევროკავშირის ლიდერები სამიტის ფარგლებში უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებას არ გეგმავენ.