ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესი

12:09, 14.03.2023

როგორ მიმდინარეობს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესი, – მმართველი გუნდში აცხადებენ, რომ მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს. უმრავლესობის წევრების თქმით, უახლოეს პერიოდში ვენეციის კომისია მართლმსაჯულებისა და დეოლიგარქიზაციის კანონპროექტების შესახებ საკანონმდებლო ორგანოს დასკვნას გადმოუგზავნის. „ქართული ოცნების“ წევრების თქმით, კანონპროექტებთან დაკავშირებით რეკომენდაციების მიღების შემდგომ, ახალი ეტაპი დაიწყება. თავის მხრივ ევროპული დავალებების შესასრულებლად მუშაობისათვის მზადყოფნას გამოთქვამს ოპოზიცია.

მსგავსი