ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების გეგმა

ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების აუცილებლობაზე მთელი პოლიტიკური სპექტრი საუბრობს და ამ საკითხში ერთიანია. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების მექანიზმებზე ვერ თანხმდებიან, რის გამოც ორი პარალელური სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მმართველ გუნდთან და მესამე სექტორთან ერთად, 7 ოპოზიციური პარტიიდან მხოლოდ ოთხი სუბიექტი მონაწილეობს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი სამუშაო ჯგუფებს ბოიკოტს უცხადებენ და „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას მხოლოდ საკომიტეტო და სასესიო ფორმატში აპირებენ.