ევროკავშირის ქვეყნები უკრაინას „პეტრიოტებს“ გადასცემენ

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინისთვის ანტისარაკეტო კომპლექსის „პეტრიოტის“ გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ამის შესახებ ბორელმა ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ის ვერ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას წევრი ქვეყნების მთავრობების ნაცვლად. ბორელმა ასევე აღნიშნა, რომ ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებთან ერთად, უკრაინისთვის აუცილებელია რაკეტების გადაცემა. ბორელმა ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები პრინციპის დონეზე შეთანხმდნენ ირანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებაზე, თუმცა ამ საკითხზე მუშაობა გაგრძელდება.