ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში

„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2021“-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ექვს საპრიზო კატეგორიაში გამარჯვებული ჟურნალისტები დააჯილდოვა. კატეგორიები მოიცავდა ბეჭდურ, სამაუწყებლო, ონლაინ და ფოტო ჟურნალისტიკას. კონკურსში მონაწილეობდნენ პირველი არხის ჟურნალისტებიც. ევროკავშირმა დაჯილდოების ცერემონია უკვე მეათედ გაიმართა, ღონისძიება სიმბოლურად, თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეს ჩატარდა.