ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთი ნაბიჯით არის უკმაყოფილო და მორიგ კრიტიკულ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც პირდაპირი მოწოდებაა, გაუქმდეს გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღების თაობაზე.
ევროკავშირის პრესსპიკერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნახსენებია რეპრესიები და ფუნდამენტურ უფლებებზე თავდასხმა, რასაც სრულად ეთანხმება ოპოზიცია, რომელიც დარწმუნდა, რომ ხელისუფლება ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებს. „ქართული ოცნება“ კი ისევ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე აკეთებს აქცენტს და ევროკავშირს მიუთითებს, რომ სწორედ ამ გაერთიანების ქვეყნები იყვნენ ავტორები იმ გეგმისა, რასაც არასამთავრობო სექტორი მიღებული თანხებით ახორციელებდა.