ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადება - შეფასებები 

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცხადება, სადაც ის ევროკავშირის ელჩს მხარდაჭერას უცხადებს და „ქართულ ოცნებას“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს, ისევ შეფასებების თემაა. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ერთადერთი გამოსავალი მთავრობის ცვლილებაა. მმართველ გუნდში კი აღნიშნულს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად მიიჩნევენ და განმარტავენ, რომ ასეთი განცხადებები მათთვის მიუღებელია. მმართველ გუნდის ლიდერები, საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებებს იხსენებენ და ამბობენ, რომ ჰერჩინსკი ქვეყნის შიდა საქმეებში არაერთხელ ჩაერია.