ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცხადება ისევ შეფასებების თემაა. ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი კატეგორიულად უარყოფს და გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ საქართველოში ევროკავშირის როლის შესახებ დეზინფორმაციას და უსაფუძვლო ბრალდებებს. ამ განცხადებას შეფასებები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.