მაშინ, როდესაც მსოფლიო თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებების შედეგებზე მსჯელობს, ქართულ პოლიტიკურ წრეებში შეფასებების თემაა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის „ფეისბუქ“ პოსტი.
„ევროკავშირი მშვიდობისთვის შეიქმნა“ – ამ სათაურით, ევროკავშირის საელჩო შუმანის დეკლარაციის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს და საზოგადოებას ევროკავშირის შექმნის ისტორიას ახსენებს. გამოქვეყნებული ტექსტის შინაარსმა დამატებითი კითხვის ნიშნები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას გაუჩინა. ომში ჩართვის მოთხოვნა, მანიპულირება ვიზალიბერალიზაციის თემით, კრიტიკა ხელისუფლების მისამართით და კანდიდატის სტატუსის შეჩერება– ამ საკითხების გათვალისწინებით, მმართველი გუნდისთვის გაუგებარია, რას უკავშირდება დღეს გამოქვეყნებული ტექსტი, რომელშიც მშვიდობა რამდენჯერმეა ნახსენები. მმართველი პარტია ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებით უსამართლო გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებს, თუმცა მზადყოფნას გამოხატავს ბრიუსელთან მნიშვნელოვან საკითხებზე ჯანსაღი დისკუსია გამართოს.