ევროკავშირის პოლიტიკა და საქართველო 

რა გზას აირჩევს ევროკავშირი საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობისთვის – ზეწოლის პოლიტიკის გაგრძელებას თუ კონტაქტების აღდგენას.

როგორც მარტა კოსის მიერ რადიო „თავისუფლებისთვის“ მიცემული ინტერვიუდან ირკვევა, ბრიუსელი საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ რამდენიმე ვარიანტზე მსჯელობს. მათ შორის გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, კანდიდატის სტატუსის გაყინვას და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გადახედვას ასახელებს. თუმცა არ გამორიცხავს თბილისთან დიალოგის აღდგენასაც. ნებისმიერ შემთხვევაში ევროკომისარი ფრთხილი მოქმედების აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ ბრიუსელი ოფიციალურ თბილისთან სასაუბრო გზებსაც ეძებს. დიალოგისთვის მზაობას გამოთქვამს მმართველი გუნდიც, მაგრამ „ქართული ოცნება“ ბრიუსელს ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევის პრაქტიკას ახსენებს და ურთიერთობების გადასატვირთად კონკრეტულ რეკომენდაციებსაც სთავაზობს. ოპოზიცია კი ევროკომისრის გზავნილებს ხელისუფლების მორიგ გაფრთხილებად აღიქვამს და არსებული პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში ევროკავშირისგან მძიმე გადაწყვეტილებებს ელოდება.