ევროკავშირის პოლიტიკა და საქართველო

ვიდრე გაირკვევა რაზე შეთანხმდებიან ვაშინგტონის შუამავლობით ან საერთოდ შეთანხმდებიან თუ არა კიევი და მოსკოვი, ბრიუსელი-თბილისის ურთიერთობები ისევ დაძაბულია.

მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ევროპას „დიფ სთეითის“ ხელით ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობებში ადანაშაულებს, ბრიუსელი ოფიციალურ თბილისს დემოკრატიულ უკუსვლაში ამხელს, ფინანსურ დახმარებაზე წვდომას უზღუდავს და ქართველი მაღალი თანამდებობის პირებისთვის დახურული კარის პოლიტიკას აგრძელებს. რა მიდგომებით ხელმძღვანელობს ევროკავშირი სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთობისას – ეს კითხვა მმართველ გუნდში კიდევ უფრო აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა, რომ მომავალ კვირას ბრიუსელში სირიის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ფინანსური დახმარების მისაღებად ჩავა.