ევროკავშირის მოთხოვნები - პოლიტიკური შეფასებები

რა ბედი ეწევა ვიზალიბერალიზაციას – არის თუ არა 31 აგვისტო რეკომენდაციების შესრულების ბოლო ვადა, რის შემდეგაც ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული – ამ ეტაპზე ცნობილია ის, რომ საკითხის განხილვა შემოდგომაზე იგეგმება, თუმცა, კონკრეტულ თარიღს არ ასახელებენ. დღეს რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ ხელისუფლებას შეახსენა, რომ ქვეყნის ამ მდგომარეობაში ჩაყენება მისი პასუხისმგებლობაა. „ქართული ოცნება“ კი განმარტავს, რომ ისევ იმუშავებს ქართველი ხალხის მონაპოვარის შენარჩუნებისთვის, თუმცა, პარალელურად ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს დაიცავს.