ევროკავშირის მორიგი ანგარიში საქართველოზე

ევროკავშირმა საქართველოს შესახებ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ქვეყნის ევროკავშირთან ასოცირების პროცესია მიმოხილული. შეფასებულია თუ როგორ უახლოვდება საქართველო ევროკავშირს ეკონომიკური თუ პოლიტიკური რეფორმებით. დასკვნა მეტწილად დადებითია და მასში ხელისუფლების ინიციატივები მოიწონეს, თუმცა არსებობს საკითხები რომელზეც ევროკავშირი ქვეყნის ხელისუფლებას მუშაობის გაძლიერებას ურჩევს. მათ შორისაა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებული საკითხები და ექსპორტის სტიმულირება.

დატოვე კომენტარი