ევროკავშირის მისიის განცხადება

ევროკავშირის ელჩი საქართველოში საქართველოს მოქალაქისთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება. განცხადება ევროკავშირის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, სადაც წერია, რომ ევროგაერთიანება ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

2020 წლის 11 ივლისს ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების შემდეგ, ევროკავშირი მის მყისიერ გათავისუფლებას დაჟინებით მოითხოვს, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის მეშვეობით და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში. ამ კონტექსტში, ევროკავშირი რუსეთის ფედერაციას ასევე ახსენებს მისი პასუხისმგებლობის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, – ვკითხულობთ განცხადებაში.

დატოვე კომენტარი