ევროკავშირის მიერ გაუქმებული შეხვედრა - გამოხმაურებები

საქართველო-ევროკავშირის შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე, ევროკავშირის გადაწყვეტილებით, გადაიდო. საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ქართული მხარის მონდომების მიუხედავად, ევროკავშირის მხარემ გადადო ზემოხსენებული შეხვედრა სრულიად მიუღებელი და გაუმართლებელი საბაბით. თუმცა, მათი თქმით, პარტნიორებთან ურთიერთობებში დიალოგს არ აქვს ალტერნატივა და ქართული მხარე კონსტრუქციული მიდგომის ერთგულია. დიალოგის გადადება არ გაჰკვირვებიათ ოპოზიციაში. მათი თქმით, ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი პოლიტიკის შედეგია.