ევროკავშირის მიერ გაუქმებული შეხვედრა და გამოხმაურებები

21:11, 19.11.2025

გაურკვეველი ვადით გადადებული შეხვედრა – 21 ნოემბერს ბრიუსელში ევროკავშირსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ადამიანის უფლებებზე დაგეგმილი დიალოგი აღარ შედგება.

ოფიციალური თბილისი მიზეზად ევროკავშირის გადაწყვეტილებას ასახელებს და გაუმართლებელ საბაბზე მიუთითებს. თუმცა რა იყო ეს საბაბი, არ კონკრეტდება. რატომ გადაიდო შეხვედრა – „მოამბემ“ მიზეზის გარკვევა ევროკომისიის პრესსპიკერთან სცადა. საპასუხო წერილში ნათქვამია, რომ შეხვედრის გადადება ქართული მხარის მიერ შექმნილი დაბრკოლებების გამო მოხდა. თუმცა არ არის დაზუსტებული, რა იგულისხმება ამ დაბრკოლებებში. გადაწყვეტილებას წინ ბრიუსელსა და თბილისს შორის საკმაოდ დაძაბული ფონი უძღოდა. ევროკომისიის გაფართოების ბოლო ანგარიშის შინაარსის და გამკაცრებული რიტორიკის მიუხედავად, „ქართული ოცნებისთვის“ ბრიუსელის ნაბიჯი, როგორც ჩანს, მოულოდნელი აღმოჩნდა. ოფიციალური თბილისი ამბობს, რომ შეხვედრაზე საერთაშორისო პარტნიორებისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდებას გეგმავდნენ.

ვინ შედიოდა დელეგაციაში და რა საკითხებზე გეგმავდა ქართული მხარე ყურადღების გამახვილებას – თათია ტაბეშაძე არკვევდა, რატომ შეაჩერა ბრიუსელმა პოლიტიკურის შემდეგ დიალოგი კიდევ ერთი მიმართულებით.

მსგავსი