ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება 

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ თბილისში ეხმაურებიან. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის სავალდებულო არ იქნება და ამ ინფორმაციებს „ქართული ოცნება“ ევროპის დისკრედიტაციისთვის იყენებს. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ხელისუფლების პოლიტიკა ერთსქესიანთა ქორწინების აღიარებაზე არ გადაიხედება, რადგან ქართული ოჯახის სიწმინდე საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული. შეგახსენებთ, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა აღიარონ ევროკავშირის ერთნაირი სქესის მოქალაქეებს შორის ქორწინება, რომელიც კანონიერად არის გაფორმებული რომელიმე წევრ ქვეყანაში.