ევროკავშირის ლიდერების შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინის ომი იქნება. 27 ქვეყნის ლიდერები ბრიუსელში შეიკრიბნენ. სამინისტრო უკრაინის საკითხის განხილვით დაიწყო. სამიტს ესწრება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელიც ევროკავშირის ლიდერებისგან კიევის მხარდაჭერის გაზრდას და რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას მოითხოვს. ზელენსკიმ სამიტის დაწყებამდე განაცხადა, რომ ვიზიტის დროს დღის წესრიგში იქნება უკრაინის ენერგეტიკული სექტორის დაცვა, უკრაინის იარაღის წარმოების ზრდა და განათლების სისტემის სასწრაფო დახმარება.