ევროკავშირის ლიდერების ერთობლივი განცხადება

ევროკავშირის საბჭომ მიმართა ევროკომისიას უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის გაწევრიანების განცხადებები განიხილოს და მოსაზრება წარადგინოს. ამის შესახებ ნათქვამია ვერსალში, ევროკავშირის ლიდერების სამიტის პირველი დღის ბოლოს გამოქვეყნებულ განცხადებაში. ხუთპუნქტიან ტექსტში ევროკავშირის ლიდერები გმობენ რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და მოუწოდებენ მოსკოვს, შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები და წინაპირობების გარეშე გაიყვანოს ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან. ამასთან ერთად, ევროპელი ლიდერები ხაზგასმით აცხადებენ, რომ უკრაინის ადგილი ევროპის ოჯახშია.