ევროკავშირის ლიდერები არაფორმალურ სამიტზე იკრიბებიან. ბრიუსელში შეხვედრის ფარგლებში, ლიდერები განსაზღვრავენ პოლიტიკის მიზნებს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. დღის წესრიგის მთავარი თემებია თავდაცვა, ეკონომიკა და თანამდებობების განაწილება უმაღლეს პოზიციებზე. ეს არის ლიდერების პირველი შეხვედრა ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის პარტიების მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შესუსტდა, მემარჯვენე-ცენტრისტებისა და მემარჯვენე ნაციონალისტების პოზიციები კი გაძლიერდა.
გივი ბარამიძე გიამბობთ.