ევროკავშირის ლიდერები რიგგარეშე სამიტზე იკრიბებიან

ამ წუთებში ევროკავშირის ლიდერები რიგგარეშე სამიტზე იკრიბებიან. ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერები უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისა და ევროპის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხებს განიხილავენ. სამიტში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი სამუშაო ლანჩის დროს პირადად შეხვდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს. თუმცა, ფინური სააგენტო იუწყება, რომ ევროკავშირის ლიდერები სამიტის ფარგლებში უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებას არ გეგმავენ.