ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინი

მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ევროპული საბჭოს 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ პირველადი ანგარიშის გამოქვეყნებამდე ერთი კვირა რჩება. მოლოდინი და პროგნოზები ძირითადად ოპტიმისტურია. ოპოზიციაში იმედოვნებენ, რომ მიუხედავად მმართველი გუნდის რიტორიკისა, ქვეყანა წლის ბოლო კანდიდატის სტატუსს მიიღებს. თუმცა ამას მხოლოდ საზოგადოების დამსახურებას და გეოპოლიტიკურ სიტუაციას უკავშირებენ. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ კანდიდატის სტატუსის მოწინააღმდეგეებზე ინფორმაციას დიდი ხანია ფლობენ, თუმცა, მიუხედავად მათი ქმედებებისა, ხელისუფლების მუშაობის შედეგად ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს.