ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინი

მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს – გადაწყვეტილება წლის ბოლოს უნდა გამოცხადდეს. ამ თარიღის მოახლოების პარალელურად, თემა პოლიტიკური შეფასებების საგანი სულ უფრო ხშირად ხდება. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ქვეყნის პროგრესი ძალიან თვალსაჩინოა, არა მხოლოდ რეკომენდაციების შესრულების, არამედ სხვა ბევრი პარამეტრის კუთხითაც. „ქართულ ოცნებაში“ იმედი აქვთ, რომ ევროპა სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს.