ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

როგორ ასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას, რა ეტაპზეა პროცესი? მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ევროსაბჭოს დავალებები თითქმის სრულად შესრულებულია და მთავარი გამოწვევა პოლარიზაციის შემცირებაა. ამ პუნქტის შესრულება კი უმრავლესობის განმარტებით, ოპოზიციის ჩართულობის გარეშე შეუძლებელია.

ამასთან ერთად, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს იმსახურებს და იმედს გამოთქვამენ, რომ დეკემბერში ქვეყანა მას აუცილებლად მიიღებს. 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების საკითხზე რადიკალურად განსხვავებულია ოპოზიციის ხედვა, ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ სტატუსის მისაღებად მმართველი პარტია არაფერს აკეთებს და პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს.