ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს?-  გადაწყვეტილების მოახლოებასთან ერთად, თემა სულ უფრო აქტუალური ხდება. მმართველ პარტიაში აღნიშნავენ, რომ რეფორმების კუთხით, საქართველომ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია და რეკომენდაციები შეასრულა, შესაბამისად, ახლა ჯერი ევროპის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა.