ლუქსემბურგში გაკეთებულ განცხადებას საქართველოს ხელისუფლების მწვავე რეაქცია მოჰყვა.
პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს მარტა კოსის გზავნილზე რეაგირებისკენ მოუწოდებს. იგულისხმება გეგმა, რომლის მიხედვით ევროკავშირის ახალ წევრებს შესაძლოა ხმის უფლება შეუზღუდონ. ერების სეგრეგაციის მცდელობა, თანასწორობის პრინციპის დარღვევა და საბჭოთა კავშირის მსგავს ერთობად გარდაქმნა – ასეთია შეფასება. გაერთიანების რამდენიმე წევრის ინიციატივაზე გადაწყვეტილებას ევროპული საბჭოს თანხმობა სჭირდება. საჯაროდ გაცხადებული მოდელიდან მნიშვნელოვანი საკითხების წევრი, თუმცა ხმის უფლების არმქონე ქვეყნების გარეშე გადაწყვეტის და მეორეხარისხოვან ადგილზე ყოფნის საფრთხე ვერ ამოიკითხეს ხელისუფლების ოპონენტებმა.
რა იგულისხმება კოსის მიერ ნახსენებ ახალი თაობის შეთანხმებასა და დამცავებში და რამდენად იქცევა ცალკეული ევროპელი ლიდერების მიერ გაჟღერებული ვარიანტი რეალობად – სალომე ქოქიაშვილის რეპორტაჟი.