ევროკავშირის განცხადება

ევროკავშირი განცხადებას ავრცელებს. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი აცხადებს, რომ არჩევნების პირველი ტური განახლებული საარჩევნო სისტემითა და ამომრჩეველთა მაღალი აქტიურობით ჩატარდა, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო, რთული პირობები იყო შექმნილი. მისივე თქმით, საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო, თუმცა, დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ არჩევნების ჩატარებაზე გავლენა მოახდინა ამომრჩევლებზე ზეწოლასთან დაკავშირებულმა და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარის ბუნდოვანების შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა, რამაც პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობა შეამცირა. ევროკავშირი კვლავ ზედმიწევნით დააკვირდება მოვლენათა განვითარებას, – ვკითხულობთ განცხადებაში.