ევროკავშირის განცხადება

„ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით ევროკავშირი იტოვებს უფლებას, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები, მათ შორის, შემზღუდავი ზომები დააწესოს“ – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებაში. ევროკავშირი უმკაცრესად გმობს ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობას, რომელიც მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის სამხედრო ქიმიური ნერვული აგენტით. ბრიუსელში აღნიშნავენ, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება ნებისმიერ გარემოებაში აბსოლუტურად მიუღებელია, წარმოადგენს საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების სერიოზულ დარღვევას. ჟოზეფ ბორელის მოუწოდებს რუსეთის მთავრობას,  გააკეთოს ყველაფერი ჩადენილი დანაშაულის დეტალური და გამჭვირვალე გამოძიებისთვის და პასუხისმგებელი პირების გამართლებისთვის. შეგახსენებთ, 2 სექტემბერს, გერმანიის მთავრობამ დაადასტურა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნინოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს.