ევროკავშირის განცხადება

12:29, 21.12.2019

ევროკავშირი განცხადებას ავრცელებს. განვითარებული მოვლენების ფონზე, კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მოლოდინს, რომ მთავრობა, რომელიც ცხინვალს აკონტროლებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლებს ბატონ გაფრინდაშვილს და მისცემს მას ოჯახთან დაბრუნების უფლებას, – ვკითხულობთ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.

ასევე, საერთაშორისო გაერთიანება ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების შეუზღუდავი თავისუფლების აღდგენისთვის დაუყოვნებლივ გადასადგმელი ნაბიჯების აუცილებლობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

მსგავსი