ევროკავშირის გაფართოების სამიტი
ევროპელმა პოლიტიკოსებმა რამდენიმე წუთის წინ საქართველოსთან დაკავშირებით არსებულ შეკითხვებს უპასუხეს. კითხვაზე – რატომ არ არის საქართველო მიწვეული შეხვედრაზე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა პირდაპირ არ უპასუხა და აღნიშნა, რომ დღეს ბევრ თემას განიხილავენ და სხდომას შავი ზღვის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ზოგიერთი პარტნიორი ესწრება.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანა თავად წყვეტს მონაწილეობა მიიღოს თუ არა შეხვედრებში. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ აირჩია, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობით სარგებელი არ მიიღოს. ეს განცხადებები ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების ფორუმისა და დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების მინისტერიალის დაწყებამდე გაკეთდა.