ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა

21:10, 28.07.2026

ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებულ შესაძლო ცვლილებებზე დისკუსია არ წყდება.

კონსენსუსის პრინციპის გაუქმების და ახალი წევრების კონკრეტული დათქმებით გაწევრიანების ინიციატივა არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს თბილისში. მმართველი პარტია ეჭვობს, რომ ბრიუსელი გაფართოებას საერთოდ არ გეგმავს და მსგავსი განხილვები სწორედ ამ თემის გადაფარვის მცდელობაა. „ქართულ ოცნებაში“ იმ ღირებულებებზე მიანიშნებენ, რასაც წარსულში ევროგაერთიანება დაეფუძნა და პირდაპირ აცხადებენ, რომ კონსენსუსის პრინციპის გაუქმების შემთხვევაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნაწილთან ერთად, სუვერენიტეტის საფრთხის დაკარგვის წინაშე, წევრობის კანდიდატი ქვეყნებიც დადგებიან. ახალი წევრების შეზღუდული უფლებამოსილებით გაწევრიანებას ეწინააღმდეგება უკრაინაც. მიიღებს თუ არა გერმანული ინიციატივა სრულ მხარდაჭერას უახლოეს მომავალში გაირკვევა. გაფართოების პოლიტიკაში ცვლილებების განხორციელებას ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება.

მსგავსი