ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა – შალვა პაპუაშვილის წერილი
გადაიქცევა თუ არა ევროკავშირი თანასწორობაზე დაფუძნებული გაერთიანებიდან, დიდი სახელმწიფოების მიერ მართულ კავშირად – დისკუსია გერმანიის ინიციატივამ გაააქტიურა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების პროცედურა უნდა შეიცვალოს და კონსენსუსის პრინციპი გაუქმდეს. მთავარ მიზეზად ვეტოს უფლების გაუქმება სახელდება, რაც კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების დროს მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს. თუმცა, ინიციატივას წევრობის მსურველი ქვეყნების სუვერენიტეტის გაუქმების მცდელობად განიხილავს ოფიციალური თბილისი. შალვა პაპუაშვილი შესაძლო ცვლილებებს ვრცელი წერილით ეხმაურება და სვამს კითხვას, რა აზრის აქვს ევროკავშირის წევრობას, თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტს ჩამოგართმევენ – პარლამენტის თავმჯდომარე ღიად აცხადებს, რომ კონსენსუსის პრინციპის გაუქმება, წევრ სახელმწიფოებს დაცვის მექანიზმებს გარეშე დატოვებს, რაც დაუშვებელია. კითხვის ნიშნებს აჩენს, კიდევ ერთი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, ბრიუსელი ახალი წევრების ხმის მიცემის და ვეტოს უფლების გარეშე მიღებას განიხილავს.