ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა – შალვა პაპუაშვილის წერილი

18:11, 28.07.2026

ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივასა და წევრობის პირობებთან დაკავშირებით, შალვა პაპუაშვილის განცხადება ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეკონომიკური წინსვლისა და უსაფრთხოებისთვის საქართველოს ევროკავშირის წევრობა სჭირდება, მსგავსი განცხადებებით კი, ქვეყანა ამ მიზანს სულ უფრო შორდება. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ იმ სურვილებისა და ინიციატივების განხორციელების შემთხვევაში, რომელიც კონკრეტულ პირებს აქვთ, ევროკავშირი საბჭოთა კავშირს დაემსგავსება. შეგახსენებთ, გერმანიამ წამოაყენა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების პროცედურა უნდა შეიცვალოს და კონსენსუსის პრინციპი გაუქმდეს. მთავარ მიზეზად ვეტოს უფლების გაუქმება სახელდება.

მსგავსი