ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა

21:07, 16.11.2026

ბრიუსელში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე შეხვედრები საქართველოს გარეშე.

არც გაფართოების ფორუმზე და არც დაკავშირებადობის მინისტერიალზე ჩვენი ქვეყანა წარმოდგენილი არ არის. სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებისგან გასხვავებით, საქართველო ღონისძიებებზე დაბალ დონეზე მიიწვიეს და მხოლოდ ელჩი დაპატიჟეს. სხვა ქვეყნებს მინისტრები წარმოადგენენ. სწორედ ამ მიზეზის გამო ოფიციალურმა თბილისმა მიწვევაზე უარი თქვა. დაკავშირებადობის სამიტზე მთავარი განსახილველი თემა ის მარშრუტია, რომელშიც ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი განსაკუთრებულია. გეოპოლიტიკური გამოწვევების და რუსეთ-უკრაინის ომის თუ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე ევროკავშირი ენერგორესურსების მისაღებად სწორედ შუა დერეფანზე ამყარებს იმედს. აზია-ევროპის დამაკავშირებელი სავაჭრო დერეფანი კი საქართველოზე გადის და მის განსავითარებლად ქვეყანა სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ერთად არაერთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. თბილისი ბრიუსელს სამართლიანი დამოკიდებულებისკენ და თანასწორობის პრინციპის დაცვისკენ მოუწოდებს და ახსენებს, რომ ჩინეთთან და ცენტრალურ აზიასთან სახმელეთო დაკავშირება მხოლოდ საქართველოს საშუალებით შეუძლია.

მსგავსი