ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივა

საქართველო რამდენიმე დღეში ევროკომისიისგან დადებით შეფასებას ელოდება, – აცხადებს ქვეყნის პირველი დიპლომატი. ილია დარჩიაშვილი ბერლინში იმყოფება, სადაც ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივა განიხილებოდა. კონფერენცია გერმანიის მიერ იყო ორგანიზებული. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს კონკრეტული ხელშესახები შედეგები აქვს.