ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივა

ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით ოქტომბერში არსებით წინადადებებს წარვადგენთ, მზად ვართ, გამოვიდეთ თამამი იდეებით, – ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი აცხადებს და ამბობს, რომ ევროკავშირის გაფართოება 2030 წლისთვის შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატები და თავად ბლოკი ძალისხმევას გააორმაგებენ. ამავე თემაზე რამდენიმე დღის წინ კომენტარი გააკეთა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმაც და ევროკავშირის გაფართოების სავარაუდო თარიღად მანაც 2030 წელი დაასახელა.

როგორია მოლოდინი და პროგნოზები თბილისში, მით უფრო ევროკომისიის გადაწყვეტილების მოახლოების ფონზე, მხარეთა პოზიციები არაერთგვაროვანია.