ევროკავშირის გაფართოების გეგმა – შეფასებები

18:22, 11.11.2026

ევროკავშირი ახალი წევრი ქვეყნებისთვის უფრო მკაცრი დამცავი მექანიზმების შემოღებას განიხილავს, მათ შორისაა ხმის მიცემის უფლების შეჩერების შესაძლებლობაც. ამ მექანიზმების ამოქმედების პირველი კანდიდატი მონტენეგროა. ევრონიუსის ინფორმაციით გასულ თვეში ევროკომისიამ ახალი წევრებისთვის 15-წლიანი „საცდელი პერიოდის“ დაწესება შესთავაზა. მექანიზმის მიზანი ევროკავშირის ღირებულებების დარღვევის შემთხვევაში სწრაფი რეაგირების შესაძლებლობაა. ინიციატივის საფუძვლად ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილი უნგრეთის გამოცდილებას ასახელებს. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ინიციატივაზე განსხვავებული პოზიციები აქვთ. ევრონიუსის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ საერთო პოზიციაზე შეთანხმებას მომდევნო კვირაში შეძლებენ. ევროკავშირის ახალ ინიციატივას შეფასებები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.

მსგავსი