ევროკავშირის გაფართოების ფორუმი - შეფასებები

ევროკავშირი გაფართოების ფორუმს ატარებს, სადაც საქართველო არ არის მიწვეული. ევროკავშირის გაფართოების ფორუმი ევროკომისიის ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის გაფართოებაზე დისკუსიის პოპულარიზაციას. ოფიციალური განცხადების თანახმად, გაფართოების განახლებული იმპულსი ევროკომისიის 2024–2029 წლების სტრატეგიული ხედვის ქვაკუთხედს წარმოადგენს. გაფართოების ფორუმში მონაწილეობას იღებენ პოლიტიკური ლიდერები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მეწარმეები, ხელოვანები, ახალგაზრდები და პოლიტიკის ექსპერტები, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, ასევე გაფართოების პროგრამის ქვეყნებიდან. პანელური სესიისას კითხვები საქართველოსთან დაკავშირებითაც დაისვა.