ევროკავშირის გაფართოების ფორუმი - შეფასება

„საქართველოს მთავრობა ძალიან ყურადღებით აკვირდება, ვის მივცემთ ფულს, ვეძებთ გზებს, როგორ გადავცეთ ფული სამოქალაქო საზოგადოებას ისე, რომ არ დავაზარალოთ ისინი,“– ევროკომისარ მარტა კოსისის ეს განცხადება პოლიტიკური შეფასებების თემაა. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ეს პირდაპირი აღიარებაა იმისა, რომ ისინი თანხების შემოტანას არაკანონიერი გზებით აპირებენ.

შეგახსენებთ, ეს განცხადება მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების ფორუმის პანელურ დისკუსიაზე საქართველოს შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა. აღნიშნულ ფორუმზე საქართველო მიწვეული არ არის.