ევროკავშირის გაფართოების ფორუმი - საგარეო საქმეთა მინისტრის გამოხმაურება
„საქართველოს არაფერი შეუჩერებია, ბრიუსელის გადასაწყვეტია, როდის მიეცემა ქართველ ხალხს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ დიალოგის დაწყების შესაძლებლობა“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, მაშინ, როდესაც გაფართოების შეხვედრაზე თავად ევროკავშირი არ იწვევს საქართველოს, უკვე კითხვის ნიშნები აღარ არსებობს, ვის აქვს პროცესი შეჩერებული და ვინ დგას ამ შეჩერებული პროცესის უკან.