ევროკავშირის გაფართოების საკითხი და მარტა კოსის ანგარიში.
ევროკომისარმა საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს, 2025 წლის გაფართოების პაკეტი წარუდგინა. განიხილეს კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეული პროგრესი. საუბარი შედგა საქართველოზეც, სადაც კოსის თქმით, საქართველოს მთავრობის ქმედებებმა დე ფაქტო შეაჩერა გაწევრიანების წინმსწრები პროცესი და ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეცვალოს კურსი. ასევე, ევროკავშირის გაფართოების შესახებ, ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, უკრაინამ და მოლდოვამ პროგრესს მიაღწიეს.