ევროკავშირის გაფართოების ანგარიში - შეფასებები

პოლიტიკური შეფასებები და ურთიერთბრალდებები არ წყდება ევროკავშირის გაფართოების 2025 წლის ანგარიშზე. კრიტიკა მოულოდნელი არ ყოფილა ოპოზიციისთვის, მათი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ამისთვის ყველაფერი გააკეთა. დასავლეთის მხრიდან მსგავსი შეფასებები არ გაკვირვებით არც მმართველ გუნდში.

შეგახსენებთ, ანგარიში გუშინ გამოქვეყნდა და საქართველოსთან მიმართებაში მთავარ გზავნილად დემოკრატიული უკუსვლაა დასახელებული. გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად ევროკავშირმა საქართველოს პირობების შესრულებისკენ მოუწოდა. არჩევნები, სასამართლო სისტემა, სამოქალაქო სექტორი, მედია, ნოემბერ-დეკემბრის მოვლენები – გაკეთდა ამ მიმართულებით განსაკუთრებულად კრიტიკული განცხადებები. ევროინტეგრაციის გზაზე ბრიუსელის ყველაზე დიდ მოწონებას მონტენეგრო და ალბანეთი იმსახურებენ, შეფასებები პოზიტიურია მოლდოვასა და უკრაინისთვის.