ევროკავშირის გაფართოების ანგარიში – საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარი

12:04, 04.11.2025

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ევროკომისიის ანგარიში იქნება პოზიტიური საქართველოს მიმართ და ასახავს იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რა პროგრესიც აქვს საქართველოს. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ბოლო პერიოდში ევროკავშირის მხრიდან ხშირად ისმის ტენდენციური და არაობიექტური შეფასებები, რაც შესაძლოა, ასახული იყოს ანგარიშშიც. მისივე განცხადებით, ამ მოსაზრებას საფუძვლად უდევს ევროკავშირის მიერ წლის განმავლობაში გაკეთებული კომენტარები და გადადგმული ნაბიჯები.

მსგავსი